Thursday, March 20, 2014

გაკვეთილის გეგმა




გაკვეთილის თემა 
ჯემალ ქარჩხაის   „იგი“
კლასი
საშუალო საფეხური XII კლასი,  24 მოსწავლე
გაკვეთილის მიზანი და შედეგები
მიზანი:
  • მოსწავლემ შეძლოს ტექსტის გაგება/გაანალიზება პრეისტორიული ტექსტის გაგებისთვის საჭირო უნარის   განვითარება,
  • ტექსტში სხვადასხვა მხარვრული საშუალებების ამოცნობაკვლევისა და დაკვირვების უნარის გამომუშავება
შედეგი:   ქართ.XII
  •  მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა პერსონაჟის ფასეულობებსა დაშეხედულებებზე, რომელთაც ისინი ავლენენ ტექსტში განვითარებულ კონფლიქტთან მიმართებაში
  • მხატვრული ტექსტიდან ამოარჩევს დეტალებს, რომელშიც, მისი აზრით, ყველაზე უკეთ აისახება კონკრეტული ეპოქა კულტურული კონტექსტი და ა.შ.
  •  გაიაზრებს ენას, როგორც მხატვრულ სახეთა შექმნის საშუალებას

გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
მოსწავლემ უნდა შეძლოს პროზაული ნაწარმოების გაგება/გააზრება დეტალებზე დაკვირვების გზით, რაც გამოუმუშავებს დაკვირვების უნარს
სასწავლო მასალა და რესურსები
წიგნი; კომპიუტერი; პროექტორი; ქაღალდები და მარკერები
გაკვეთილის მსვლელობა
საორგანიზაციო საკითხები 3 წთ.
A ფაზა (7 წთ.)
მოსწავლეებს ფრონტალური კითხვებით გავახსენებ მხატვრულ ხერხებსა და საშუალებებს.
 პეიზაჟის დანიშნულებას ტექსტში.
 მინი ლექცია ადამიანის წარმომავლობისა და განვითარების შესახებ
B ფაზა (30 წთ.)
აქტიური ლექცია პრეისტორიულ ხანაზე (3 წთ.)
მოსწავლეები ნაწილდებიან ოთხ ჯგუფში (3წთ.)
ჯგუფებს დავურიგებ წინდაწინ გამზადებულ ტექსტებსა და საანალიზო კითხვარს  და ეცნობიან (10წთ)
ამის შემდეგ თითოეული ჯგუფი აკეთებს პრეზენტაციას (3-3წთ)
C ფაზა (5წთ.)
ბავშვები მსჯელობენ ერთმანეთის პრეზენტაციაზე, გამოთქვამენ შენიშვნებს, იმართება მინი დისკუსია
შეფასება
შეფასება მოხდება ჯგუფური შეფასების რუბრიკით
კრიტერიუმი
1-4
5-6
7-8
9-10
მოსწავლეს შეუძლია ტექსტის ანალიზის გაკეთება
მოსწავლემ ვერ შეძლო ანალიოზის გაკეთება
მოსწავლემ გაიგო, მაგრამ პრაქტიკულად უჭირს ანალიზის გაკეთება
მოსწავლეს მეტ-ნაკლებად შეუძლია მოცემული ტექსტის გაანალიზება
მოსწავლე სრულყოფილად აკეთებს ტექსტის ანალიზს
მოსწავლე ტექსტში ამოიცნობს მხატვრულ საშუალებებს
მოსწავლე საერთოდ ვერ ერკვევა მხატვრულ საშუალებევში
მოსწავლემ მხოლოდ თეორიულად იცის და ვერ პოულობს ტექსტში
 მოსწავლე ჩემი დახმარებით ახერხებს ტექსტში მხატვრული საშვალებების ამოცნობას
მოსწავლეს სრულყოფილად შეუძლია მხატვრული საშუალებების პოვნა
მოსწავლეს შეუძლია პრეისტორიული ტექსტის გარჩევა პროზაული ტექსტისგან
მოსწავლე საერთოდ ვერ ერკვევა ტექსტის ტიპებში
მოსწავლეს უჭირს ტერმინის „პრეისტორიულ“ გაგება/გააზრება
მოსწავლეს მეტ-ნაკლებად შეუძლია გაართვას დავალებას თავი
მოსწავლეს ზუსტად შეუძლია ტექსტის ტიპების გარჩევა